fbpx
საბერძნეთი

სისტემა ყველა ΑΦΜ-ისთვის ღიაა – როგორ შევავსოთ განაცხადი 600 ევრომდე თანხის მისაღებად სახელმწიფოსგან?!

ელექტრო ენერგიის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში სისტემა უკვე ყველა ΑΦΜ-ისთვის ღიაა. წარმოგიდგენთ, როგორ შეავსოთ განაცხადი იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან მიიღოთ გარკვეული თანხა, 600 ევრომდე, იმის მიხედვით, თუ რამდენი ევროთი მეტი გადაიხადეთ, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით ელ. ენერგიაში, მისი გაძვირების შემდეგ.

ამისთვის პირველ რიგში დაგჭირდებათ შეხვიდეთ gov.gr-ზე და მარჯვნივ აირჩიოთ მეორე ვარიანტი -> Ενίσχυση αντιμετώπισης κόστους ηλεκτρικού ρεύματος (Power Pass).

შემდეგ სისტემაში შესვლისთვის ვაჭერთ ქვემოთ მოცემულ გრაფას, Εισοδος στην υπηρεσια.

ამის შემდეგ ვაჭერთ Εισοδος στην εφαρμογη და აღნიშნულის არჩევის შემდეგ დაგჭირდებათ თქვენი ტაქსინეტის კოდები, რომლებითაც შეხვალთ სისტემაში, სადაც თქვენი მონაცემები ავტომატურად ჩამოიშლება, თუ, ცხადია, აფიქსირებთ საშემოსავლო დეკლარაციას და აღნიშნული გაქვთ მისამართი, როგორც ძირითადი საცხოვრებელი.

შემდეგ გადახედავთ, რამდენად სწორია ყველა ის მონაცემი, რაც სისტემიდან ავტომატურად ვარდება, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, უთითებთ ტელეფონის ნომერს, ელექტრონულ ფოსტას და საბანკო ანგარიშს, სადაც გსურთ, რომ სახელმწიფომ თანხა დაგირიცხოთ.

სისტემა ავტომატურად დაგიწერთ, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია და განიხილება, ამიტომ დაელოდებით შემდეგ ეტაპზე განხვილვას. მონაცემების დამუშავების შედეგად კუთვნილი თანხის გამოთვლა მოხდება 1 ივლისის შემდეგ და შესაბამისად მიიღებთ თქვენს ანგარიშზე მომდევნო თვეში.

onalem

ტესტ