fbpx
საბერძნეთი

გერაკას: 13 წლის ბიჭი სკოლაში იარაღით მივიდა, რადგან უფროსკლასელები ემუქრებოდნენ

დიდი შეშფოთება გამოიწვია დღეს დილით, გერაკას ტერიტორიაზე მდებარე სკოლიდან გავრცელებულმა ამბავმა, რომლის მიხედვითაც, 13 წლის ბიჭი სკოლაში იარაღით მივიდა.

როგორც მოზარდის ძმა ამბობს, ის გუშინწინ სახლში ნაცემი დაბრუნდა, იქამდე არ ამხელდა რას განიცდიდა ყოველდღიურად სკოლაში, მაგრამ დალურჯებების ახსნა სხვანაირად ვერ შეძლო და ოჯახს უთხრა, რომ უფროსკლასელები, 4-5 ბიჭი, მასზე მუდმივ ბულინგს ახორციელებდნენ, დანით დაჭრით, მოკვლით ემუქრებოდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ.

ჩანს, რომ შეშინებულმა ბიჭმა თავდაცვის მიზნით გადაწყვიტა, რომ სკოლაში იარაღით მისულიყო, თუმცა, უცნობია, როგორ მოიპოვა ის.

აღსანიშნავია სკოლის დირექტორის პოზიციაც, რომელიც მომხდარის მიზეზებით არ დაინტერესდა და მაშინვე პოლიციაში დარეკა. 13 წლის ბიჭი განყოფილებაში წაიყვანეს და თითის ანაბეჭდები ჩაიბარეს. მოზარდის ძმის განმარტებით, დირექტორს უნდა, რომ ის სკოლიდან გარიცხონ მაშინ, როცა მსხვერპლია და არა მოძალადე.

ისიც უნდა ითქვას, რომ 13 წლის ბიჭს იარაღში რეზინის ტყვიები ჰქონდა.

onalem

ტესტ