fbpx
საბერძნეთი

647.000 ევროიანი ჯარიმა სუპერმარკეტების მსხვილ ქსელს – ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა საბერძნეთში სპეკულაციისთვის

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყანაში სუპერმარკეტების ერთ-ერთ მსხვილ ქსელს ისტორიული რაოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც 647.000 ევროს შეადგენს.

განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზრის აუდიტორების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სუპერმარკეტების კონკრეტული ქსელი სპეკულაციებს ეწეოდა და პროდუქტებს გადამეტებულად ძვირად ყიდდა, თავისი მოგების გაზრდის მიზნით.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც კი სპეკულაციისთვის კომპანიას დაკისრებია, ხოლო სუპერმარკეტების ქსელის სახელწოდების დასახელებას კანონი კრძალავს.

განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ, უკვე ხაზგასმით განაცხადა, რომ პროდუქციის მარაგის შესახებ ინფორმაციის სამინისტროს პლატფორმაზე ატვირთვა სწორედ მსგავსი ქმედებების აღმოფხვრას ემსახურება და რომ სახელმწიფო არ დაუშვებს რომელიმე კომპანიის სპეკულაციების გზით ფუნქციონირებას.

onalem

ტესტ