fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი და კვიპროსი “რეკორდებს” ხსნიან რუსეთის მხარდაჭერაში – ნახეთ, საინტერესო კვლევა

ბერძნული მედია ავრცელებს საინტერესო კვლევას, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა დონეზეა საბერძნეთში და ასევე, კვიპროსში, რუსეთის მიმართ მხარდაჭერა.

სტატისტიკის მიხედვით, კვიპროსი ევროკავშირის მასშტაბით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამოკითხულთა ნახევარზე მეტი რუსეთს ემხრობა. 23% აცხადებს, რომ რუსეთს არ ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინაში შეჭრაზე, 28% კი ამჟღავნებს “მიდრეკილებას”, რომ “არ ეთანხმებოდეს” რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მიმდინარე მოვლენებზე. ამრიგად, ამ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა 51%-ია.

კვიპროსის შემდეგ მსგავს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს ბულგარეთი, (46%), შემდეგ მოდის საბერძნეთი, სადაც რუსული პროპაგანდა კარგად მუშაობს და გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ უკრაინის ომი თავად ამ ქვეყნის “ბრალია”. საბერძნეთში გამოკითხულთა მხოლოდ 27% ეთანხმება ფაქტს, რომ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინაზე თავდასხმაზე.

ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი რუსეთს, როგორც ჩანს, ფინეთში ჰყავს, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 6% ამართლებს მის ქმედებებს, შემდეგ მოდიან პოლონეთი და ნიდერლანდები, 7%-7%-ით.

onalem

ტესტ