fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “ბარბარა” ატიკაში გააქტიურდა – უხვი თოვლი აფიდნესში, სამაშველო სამსახური სრულ მზადყოფნაში

კლიმატური ფენომენი, “ბარბარა”, რომელსაც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, გააქტიურდა და ჩრდილოეთ გარეუბნებში უკვე თოვლს. აფიდნესი თეთრად არის შემოსილი, ხოლო სამაშველო სამსახური სრულ მზადყოფნას აცხადებს, მოქალაქათა დასახმარებლად, საჭიროების შემთხვევაში.

თოვლს ვილიაში, პარნითასა და იპოკრატიო პოლიტიას ტერიტორიებზეც. ბოლო საათებში დაიწყო თოვა დიონისოსა და დროსიას უბნებში.

ნალექი გაცილებით უხვია ჩრდილოეთ საბერძნეთში, კერძოდ, მაკედონიასა და ხალკიდიკიში, სადაც ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები წამოიქმნა.

შეგახსენებთ, რომ მანქანებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტარება სავალდებულოა და ითვალისწინებს ჯარიმას, დარღვევის შემთხვევაში.

onalem

ტესტ