fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: უამინდობის გამო ემიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა – გარდაცვლილია ბავშვი და ქალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულ ლეროსის წყლებში უამინდობის გამო ემიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. ამ დროისთვის კუნძულის სანაპირო დაცვა ურთულეს ოპერაციას ახორციელებს მათ გადასარჩენად.

არსებული ცნობებით, სამწუხაროდ, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი წყალში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო გადარჩენილთა შორის არიან როგორც ბავშვები და ქალები, ასევე ადამიანები, რომელთაც გადაადგილების პრობლემები აქვთ.

მგზავრთა საერთო რაოდენობა, რომელიც ნავზე იმყოფებოდა, უცნობია. სანაპირო დაცვა მუშაობს როგორც სპეციალური კატერით, ასევე, Super Puma-ს ვერტმფრენით, ვინაიდან ამინდის პირობები უფრო და უფრო უარესდება.

 

onalem

ტესტ