fbpx
საბერძნეთი

600 ევრო საბერძნეთის მთავრობისგან: ვის ჩაერიცხება და რა გავაკეთოთ, თუ დენი ჩვენს სახელზე არ გვაქვს?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობამ დააანონსა ახალი ზომები, რომლებიც მოსახლეობისთვის გაძვირებული გადასახადების შემცირებისთვის შეიმუშავა. ფაქტობრივად, სახელმწიფო უკან დააბრუნებს თანხებს, რომლებიც ოჯახებმა 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში ზედმეტად გადაიხადეს, ელ. ენერგიის გაძვირების ფონზე.

კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული თანხების მისაღებად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგია:

თანხები დაერიცხებათ მათ, ვისი შემოსავლებიც წელიწადში 45.000 ევრომდეა, ხოლო დარიცხული თანხის მაქსიმალური რაოდენობა 600 ევრო იქნება. ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ევროთი მეტი გადახადა მომხმარებელმა, რამდენი იყო სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების შედეგად ჩამოკლებული თანხა და მოხდება საბოლოო შეჯამება.

გაჩნდა კითხვა, თუ რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც დენის ქვითარი საკუთარ სახელზე არ აქვთ?!

როგორც სამთავრობო წყაროები უსვამენ ხაზს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დახმარების მიღება არ არის პირდაპირ კავშირში იმასთან, თქვენს სახელზე მოდის თუ არა დენის ქვითარი. მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა მისამართს აფიქსირებთ საშემოსავლო დეკლარაციაში (ფოროლოგიკი დილოსი E1).

თანხების ჩარიცხვა ივნისში დაიწყება და ამისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური განაცხადის გაკეთება, რაშიც ბუღალტერი (ლოგისტი) შეიძლება დაიხმაროთ. საჭირო იქნება საშემოსავლო დეკლარაციის, პირადი მონაცემებისა და საბანკო ანგარიშის დაფიქსირება.

onalem

ტესტ