fbpx
საბერძნეთი

ათენი: ხალხით სავსე ავტობუსი ძელს შეეჯახა – დაშავებულია 6 ადამიანი

დღეს დილით ათენში მოძრავი ერთ-ერთი ავტობუსი ძელს შეეჯახა.

ინციდენტი სანაპიროს ტერიტორიაზე მოხდა, წინასწარი ცნობებით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის შედეგადაც მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და იქვე მდებარე ძელს შეასკდა. ამ დროს ავტობუსი ხალხით იყო სავსე და როგორც ირკვევა, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის მძღოლი.

მედია იუწყება, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ძანიოს საავადმყოფოში გართულებების პრევენციის მიზნით გადაიყვანეს.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ