fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათინა გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი, მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ საპირფარეშოში გავიდა – ათინას დაკრძალვა უმძიმეს ემოციურ გარემოში

კატერინში 34 წლის ათინას გლოვობენ, რომელიც ტემპის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია. ის მატარებელში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და მე-3 ვაგონში ისხდნენ. ათინას ორი წლის ვაჟი დედის გარეშე დარჩა.

ბედის ირონიაა, რომ ახალგაზრდა ქალის მეუღლე, ნიკო, შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე საპირფარეშოში გავიდა, რომელიც უკანა ვაგონში იყო, სწორედ ასე გადაურჩა სიკვდილს, თუმცა, როდესაც შეჯახება მოხდა, ფეხზე იდგა, დაცემის შედეგად ნეკნისა და თეძოს არეში მიიღო მოტეხილობები. ათინა გუშინდელ დღემდე გაუჩინარებულთა სიაში იყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. ნიკო ლარისას ორთოპედიულ კლინიკაში მკურნალობს.

დაკრძალვაზე ყველაზე ტრაგიკული ფიგურა იყო ათინას დედა: “არ შეიძლება ეს ჩემი შვილი იყოს, უსამართლობაა. არ მინდა ვნახო, რა არის სასახლეში,” ამბობდა ქალი სასოწარკვეთილი.

onalem

ტესტ