fbpx
საზოგადოება

დედა სიმსივნით გარდაეცვალა, მატარებლების შეჯახებისას კი მამა და ძმა დაკარგა – ოჯახური ტრაგედია ტემპის მიღმა

სიტყვებით აღუწერელია დიმიტრის ტკივილი, რომელსაც ის ოჯახის წევრების დაკარგვის გამო განიცდის, მან ფაქტობრივად, მთელი ოჯახი დაკარგა. ბედმა განსაკუთრებით რთული გზა არგუნა, რადგან 5 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზით დედა გარდაეცვალა, 1 მარტის ინციდენტისას კი, ტემპიში მამა და 15 წლის ძმა დაეღუპა.

ყოფილი პოლიციელი 15 წლის ვაჟთან ერთად მგზავრობდა საბედისწერო მატარებლით, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ვერასოდეს ჩააღწიეს. მისი უფროსი ვაჟი, დიმიტრი, ცრემლს ვერ იკავებს, მაგრამ ცდილობს, რომ გამაგრდეს და როგორღაც ცხოვრება გააგრძელოს.

“მინდა, რომ ასეთი რამ აღარასდროს მოხდეს. აღარ გამოვიჩინოთ ასეთი გულგრილობა ადამიანების სიცოცხლის მიმართ, არ დავაკისროთ პასუხისმგებლობა ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა არიან პასუხისმგებლები, მაგრამ არ არიან მხოლოდ ისინი. აქამდე ძალას დედაჩემი მაძლევდა, ახლა კი, ჩემი ძმა და მამა მომცემენ. მისი ბოლო სიტყვები იყო: “აღდგომას შევხვდებით”, ჩავეხუტე და წავიდნენ,” ამბობს და ცრემლს ვერ იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ემოციებს ვერ მალავს ვერც ჟურნალისტი, რომელმაც რეპორტაჟი მოამზადა:

onalem

ტესტ