fbpx
საზოგადოება

მძიმე ხუთშაბათი საბერძნეთში: გაფიცვები და ამინდის მკვეთრი ცვლილება

როგორც უკვე ცნობილია, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კიდევ ერთხელ იფიცება. ამასთანავე, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის ცვლილების შესახებ იუწყება, რომელიც შაბათამდე გასტანს.

3-4 ოქტომბერს უხვი ნალექი, წვიმის სახით, მოსალოდნელია იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, ასევე დასავლეთ მაკედონიის ტერიტორიაზე.

ღამის საათებში იწვიმებს ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერნეთშიც.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე არ იმუშავებს მეტრო, ტრამვაი და ელექტრო მატარებელი, ხოლო დუკისის პლაკენტიას-აეროპორტის ხაზი არ იმოძრავებს მთელი დღის მანძილზე.

24 საათით იფიცებიან გარეუბნების მატარებლები.

ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში.

 

onalem

ტესტ