fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა საკუთარი 6 წლის შვილი საბარგულში დამალა, რომ ჯარიმა არ გადაეხადა

ბერძნების ნაწილი დაწესებულმა ჯარიმებმა შეაშინა და გადაადგილებას ერიდებიან, მაგრამ ნაწილი სხვადასხვა ხერხებს მიმართავს, მათგან თავის ასარიდებლად. წარმოუდგენელი ინციდენტი ხანიაში დღეს მოხდა, როდესაც პოლიციელებმა მანქანის საბარგულში 6 წლის გოგონა იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის ქალი პოლიციამ საჩივრის შესვლის შემდეგ გააჩერა. მანქანის სალონში საკუთარი 10 წლის შვილი ეჯდა, მაგრამ მეორე ბავშვის იქ ჩასმით უკვე კანონს დაარღვევდა, რის გამოც გადაწყვიტა საბარგულში დაემალა.

როგორც უკვე ცნობილია, ახალი ზომების ფარგლებში, აკრძალულია მანქანით ორზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

სწორედ იმ მიზნით, რომ ჯარიმა არ გადაეხადა, ქალმა 6 წლის გოგონას პოლიციისგან დამალვა ამ გზით სცადა, თუმცა, კორპუსის მაცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ სვამდა მას საბარგულში და პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც მოხდა ქალის გაჩერება.

onalem

ტესტ