fbpx
საბერძნეთი

კვირას, 19 მარტს, ათენის მარათონის გამო ცენტრალური გზები კვლავ გადაკეტილი იქნება 09:00 საათიდან

როგორც ბერძნული მედია იუწყება, კვირას, 19 მარტს, ათენის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით კვლავ დაკეტილი იქნება მარათონის გამო.

უფრო კონკრეტულად, 09:00 საათიდან დაკეტილი იქნება შემდეგი გამზირები:

ვასილისის ამალიას, ელ. ვენიზელოს, ეოლუ, სტადიო, ფილელინონ, ვასილისის ოლგას, ვასილისის კონსტანტინოს, ვასილისის სოფიას, ალექსანდრას, პატისიონი, დიაკუ, არდიტუ.

გადაადგილება, ზოგადად, გართულებული იქნება ომონიის, სინდაღმის, აკადიმიას, სოლონოს ტერიტორიებზე გაცილებით ადრეც, დაახლოებით 06:30 საათიდან.

საგზაო პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილებას თავი აარიდონ.

onalem

ტესტ