fbpx
კრიმინალი

89 წლის ბერძენმა ქალმა თავისი 57 წლის შვილი მოკლა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

კორინთიას მაცხოვრებლები შეძრულები არიან მკვლელობით, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში სამშაბათს ღამით მოხდა. 89 წლის ქალს საკუთარი ქალიშვილის მკვლელობა ედება ბრალად, რომლესაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დედა-შვილს შორის ჩხუბი მოხდა, მოგვიანებით კი, 57 წლის ქალი, დარტყმით გამოწვეული მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა, გარდაიცვალა.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, ქალი სასტიკად იყო ნაცემი, შესაბამისად, ქირურგიულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობა მალევე გაუარესდა და გარდაიცვალა.

89 წლის მოხუცმა დაკითხვის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

“ბოლო 15 წელი მარტოები ცხოვრობდნენ. მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ და ერთმანეთზე ზრუნავდნენ, მაგრამ ფინანსურად ძალიან უჭირდათ და ძლივს გადიოდნენ თვიდან თვემდე, მცირე პენსიით. მეზობლები აკითხავდნენ ხოლმე და ეხმარებოდნენ, მაგრამ კონტაქტურები მაინც და მაინც არ იყვნენ, ამიტომ დეტალები არ ვიცით. დაკითხვაზე არიან დაბარებულები მეზობლებიც,” ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

onalem

ტესტ