fbpx
კრიმინალი

ბულგარელებისა და ბერძნებისგან შემდგარი დაჯგუფება მოხუცებს ატყუებდა და მათგან 430.000 ევრო მიითვისეს – დაკავებულია 68 წლის ქალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დააკავეს 68 წლის ქალბატონი, რომელსაც ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, რომელმაც საერთო ჯამში მოხუცებისგან, თაღლითობის გზით, 430.000 ევრო მიითვისა.

საუბარია სატელეფონო თაღლითობებზე, რომლებსაც დაჯგუფება რამდენიმე ხნის მანძილზე ახორციელებდა. ბულგარელი 68 წლის ქალი იყო ერთ-ერთი რგოლი, რომლის მოვალეობაც, საბერძნეთის პოლიციის მიხედვით, მსხვერპლისგან თანხის მიღება და დაჯგუფების წამყვანი წევრებისთვის გადაცემა იყო. მის წინააღმდეგ გაცემული იყო დაკავების როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო ორდერი.

ორგანიზაცია შედგებოდა სულ მცირე 7 ადამიანისგან, მათ შორის არიან ბერძნები და ბულგარელები. ისინი მოხუცებს უკავშირდებოდნენ, ატყუებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები ავარიაში მოყვნენ და თანხა სჭირდებოდათ სამკურნალოდ. შესაბამისად, მოხუცები მათ სხვადასხვა რაოდენობის ფულს აძლევდნენ და შემდეგ გვიან აცნობიერებდნენ საკუთარ შეცდომას.

დაკავებული ქალი პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ