fbpx
კრიმინალი

ათენი: ადვოკატმა ცოლ-ქმარი მოატყუა, რომ ბავშვი შვილად აიყვანეს და 7.000 ევრო გამოსძალა

შემთხვევა ათენში მოხდა. ადვოკატმა, რომელსაც ცოლ-ქმარმა ბავშვის შვილად აყვანის ნებართვის მოპოვებისთვის მოაკითხა, მათ 7.000 ევრო გამოსძალა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საერთოდ არაფერი გაუკეთებია ამ პროცესისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენ წყვილს შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა და ამიტომ გადაწყვიტეს რომელიმე ობოლი ბავშვი აეყვანათ. მათ ადვოკატი მოძებნეს, რომელმაც დაარწმუნა, რომ კავშირები ჰქონდა ჩვილთა ფონდთან, საიდანაც შედარებით მარტივად შეძლებდნენ ბავშვის კანონიერად წამოყვანას.

ქალმა ცოლ-ქმარს 7.000 ევრო მოსთხოვა და უთხრა, რომ 5.000 ევრო ამ ფონდისთვის უნდა გადაერიცხა, ხოლო 2.000 ევრო იურიდიული პროცესების შესრულებას სჭირდებოდა.

სასოწარკვეთილმა წყვილმა, იმ იმედით, რომ მალე შვილი ეყოლებოდათ, მთლიანი თანხა გადაუხადეს და ამის შემდეგ ადვოკატი ქალი აღარ უნახავთ. ხოლო როცა ფონდს მიაკითხეს, ხელმძღვანელობას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რაზე საუბრობდნენ ისინი.

თაღლითი პოლიციამ უკვე დააკავა და მას სამწლიანი პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. ამასთანავე, ქალმა სასამართლოზე გარკვევით თქვა, რომ წყვილისთვის თანხის დაბრუნებას არ აპირებს.

onalem

ტესტ