fbpx
კრიმინალი

დამლაგებელი ქალი სამი თვე სახლიდან თანხას იპარავდა და მაშინვე ხარჯავდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 50 წლის დამლაგებელი ქალი, რომელიც იმ სახლს, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, სამი თვის მანძილზე ნელ-ნელა ძარცვავდა.

გავრცელებული ცნობებით, ქალი ბერძენია და მისი ქმედებების შესახებ მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც მისმა დამსაქმებლებმა დანაკარგი შენიშნეს. ეჭვი კი პირველ რიგში მასზე მიიტანეს.

ისე, რომ დამლაგებელ ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, მათ პოლიციაში დარეკეს და ქალს დაკავებისას ოქროს მონეტები აღმოუჩინეს, რომელიც იმ მომენტში თან ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოპარულ ფულს მაშინვე ხარჯავდა, ძვირფასეულობას კი ყიდდა.

50 წლის ბერძენი ლარისას განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც ძარცვის მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ