fbpx
საზოგადოება

გულის შეტევა ფრენის დროს – პილოტი იძულებული გახდა საბერძნეთში დაშვებულიყო

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დღეს ირაკლიოს აეროპორტში დაუგეგმავად დაჯდა. მიზეზი კი ერთ-ერთი მგზავრის მდგომარეობა იყო, რომელმაც ფრენისას გულის შეტევა მიიღო.

70 წლის მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი მიხვდა, რომ სიტუაცია ძალიან მძიმე იყო და გონზე ვერ მოჰყავდათ, პილოტმა კრეტაზე დაჯდომის ნებართვა ითხოვა. ირაკლიოში იყო იმ დროს ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი.

ცხადია, მამაკაცს ადგილზე დახვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთაც ის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ფრენა საერთოდ არ ითავლისწინებდა საბერძნეთის რომელიმე ქალაქში დაჯდომას, თუმცა, პილოტმა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

onalem

ტესტ