fbpx
საზოგადოება

ტავერნის ბერძენ თანამშრომელს ტურისტის სიცოცხლის გადარჩენისთვის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა

პირველადი დახმარების სამედიცინო ჯილდო მიენიჭა ხანიაში მდებარე ტავერნის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ტურისტი დახრჩობას გადაარჩინა.

ეს ამბავი დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა, როდესაც ტურისტი ტავერნაში მიირთმევდა, უეცრად ლუკმა გადასცდა და სუნთქვა აღარ შეეძლო. ვასილი პატელაკი იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, გარეთ სწრაფად გამოვიდა, ტურისტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და ინციდენტის ტრაგიკულად დასრულება თავიდან აირიდა.

ამ ყველაფრის ამსახველი კადრები მაშინ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

ვასილი პატელაკი აცხადებს, რომ ეს ჯილდო მისთვის დიდი პატივია და რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში პირველადი დახმარების შესწავლა, რადგან ამას ხშირ შემთხვევებში გადამწყვეტი როლი აქვს.

onalem

ტესტ