fbpx
საზოგადოება

ნახეთ ფოტო, როგორ გამოიყურება იოანას ხელი მჟავით დაწვის შემდეგ – მძიმე კადრი

იოანა პალიოსპირუმ ოპერაციის დაწყებამდე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ხელი, რომელიც სახესთან ერთად დაეწვა, როცა მჟავა შეასხეს.

ფოტო საკმაოდ მძიმეა და ჩანს, თუ რა ხარისხისაა დამწვრობა, რომელიც მას აქვს მიღებული, თუმცა, ცხადია, ხელი არ იყო თავდამსხმელის მთავარი სამიზნე, არამედ სახე. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა მდგომარეობაში აქვს იოანას სახე, რომელზეც უკვე მინიმუმ 8 ოპერაცია აქვს ჩატარებული.

როგორც უკვე ცნობილია, იოანა მუდმივად ნიღაბს ატარებს, არ შეუძლია მზის სინათლეზე გასვლა და კიდევ მრავალი წელი ასე იქნება.

მიუხედავად ყველაფრისა, ახალგაზრდა ქალი პოზიტიურობას ინარჩუნებს და მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

onalem

ტესტ