fbpx
კრიმინალი

ათენი: ალბანელებმა ემიგრანტი გაიტაცეს და 10.000 ევროს ითხოვდნენ მისი გათავისუფლებისთვის

შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. პოლიციის მიერ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს ალბანეთის ორი მოქალაქე, 29 და 32 წლის, რომელთაც ემიგრანტი მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული.

კერძოდ, ალბანელებმა 25 წლის ემიგრანტი, რომელიც წინასწარი ცნობებით, ბანგლადეშიდან არის, ექსარხიის ტერიტორიიდან გაიტაცეს და პალეო ფალიროში მდებარე ბინაში გამოკეტეს. ირკვევა, რომ ისინი ბიჭის გათავისუფლების სანაცვლოდ მის ახლობლებს 10.000 ევროს სთხოვდნენ.

ინციდენტის შესახებ საჩივარი პოლიციაში შევიდა და დაიგეგმა ოპერაცია, ახალგაზრდის გასათავისუფლებლად, რაც პოლიციამ შეძლო და ამ დროისთვის ალბანეთის ორივე მოქალაქე დაკავებულია.

 

onalem

ტესტ