fbpx
კრიმინალი

კაცს, რომლის გამოც იოანას მჟავა შეასხა, ის არც კი ჰყავრებია და 8 თვეა, რაც არ უნახავს” – ადვოკატი ახალ დეტალებზე

საქმეში ჩნდება ახალი დეტალები, რომლებიც უკვე 40 წლის ნოდას ეხება. ის არის მამაკაცი, რომლის გამოც, ერთის მხრივ, იოანა პაპასპირუს ცხოვრება დაინგრა და მეორეს მხრივ, 35 წლის ქალს აღეკვეთა თავისუფლება. ის იმდენად შეძრულია მომხდარით, რომ ადვოკატი დაიქირავა და იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ამბობს, მისი რეპუტაცია ილახება, კანონით აპირებს მოქმედებას.

40 წლის ნოდას ადვოკატი, დიმიტრის გავერასი მედიასთან საუბრობს:

“ჩემი კლიენტი შოკშია და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი კავშირი ამ ყველაფერთან, მიიჩნევს, რომ არცერთ ქალთან არ ჰქონია მჭიდრო კავშირი. ანუ მსხვერპლს ის ერთხელაც კი არ შეხვედრია, მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით იყო წლების წინ მცირე კონტაქტი, ხოლო მეორე ქალთან, ბრალდებულთან, მას ჰქონდა თავისუფალი ურთიერთობა, ეს არ იყო მჭიდრო კავშირი, რომლის ფონზეც 35 წლის ეფის შეიძლებოდა მსგავსი რამ გაეკეთებინა. ნოდას ეფი დაახლოებით 8 თვეა, რაც არ უნახავს. ეს იყო, ასე ვთქვათ, შემთხვევითი ურთიერთობა.

მისი რეპუტაცია ილახება, რადგან ბევრგან ტრიალებს ოჯახის ფოტოები. ის ფიქრობს, რომ ამ დანაშაულთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს,” განაცხადა გავერასმა.

onalem

ტესტ