fbpx
კრიმინალი

მკვლელობა ათენში: 45 წლის ქალი საკუთარმა ძმამ ქუჩაში, ხალხის თვალწინ დაჭრა

გასულ ღამეს ათენში, კერძოდ, პალეო ფალიროში, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სახლთან 45 წლის ქალი დანით დაჭრილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ის საავადმყოფოში სწრაფად გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ქალი მოკლე ხანში გარდაიცვალა.

ახლა კი პოლიცია მეზობლებისგან შოკისმომგვრელ ჩვენებებს ისმენენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაინახეს, თუ როგორ გარბოდა 45 წლის ქალის ძმა შემთხვევის ადგილიდან. ის ცდილობდა, რომ იქაურობა რაც შეიძლებოდა მალე დაეტოვებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ მკვლელი ჩაჯდა ავტომობილში, რომლის ნომრებიც ზუსტად ემთხვეოდა სავარაუდო ეჭვმიტანილის მანქანის ნომრებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ და-ძმა ძალიან ხშირად ჩხუბობდა და გასულ წელს ქალმა სასამართლოშიც კი შეიტანა საჩივარი, რომლის მიხედვითაც საკუთარ ძმას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

onalem

ტესტ