fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 63 წლის მასწავლებელი ბავშვებისთვის ინტიმური ხასიათის ფოტოების ჩვენების გამო დააკავეს

პრევეზას მოსახლეობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ 63 წლის მამაკაცი, რომელიც სკოლის მასწავლებელია, სექსუალური ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავეს.

ირკვევა, რომ მამაკაცმა საკუთარ მოსწავლეებს, რომლებიც დაწყებით კლასებში არიან, ტელეფონიდან ინტიმური ხასიათის ფოტოები აჩვენა. საუბარია ფოტოებზე, რომლებზეც აღბეჭდილი იყო შიშველი სხეული. ბავშვებმა ამის შესახებ მშობლებთან თქვეს, რის შემდეგაც მათ პოლიციას მიმართეს და საჩივარი შეიტანეს.

63 წლის მასწავლებელი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, თუმცა, ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ფოტოები ტელეფონში ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მათი ჩვენება შემთხვევით მოხდა, როდესაც ბავშვებს სხვა ფოტოებს აჩვენებდა და ვერ შეძლო იმ მომენტში კონკრეტული კადრის დამალვა.

ამას გარდა, შეტყობინება გაეგზავნა დაწყებითი განათლების დირექციას, სადაც მასწავლებელს ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწევს.

onalem

ტესტ