fbpx
საბერძნეთი

18 ნოემბერი, ურთულესი დღე ათენში: როგორ მოძრაობს ტრანსპორტი?!

დღეს, 18 ნოემბერს, ათენში გადაადგილების თვალსაზრისით, ურთულესი დღეა. გაფიცულია საჯარო ტრანსპორტის ნაწილი, ნაწილი კი მცირე საათებით მუშაობს.

აღნიშნულის გამო დედაქალაქში დილიდანვე გრძელი საცობებია შექმნილი, გზებზე კი, ვიდრე ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობას დაიწყებდნენ, ხალხი ტაქსების მოლოდინში იყო და 40-50 წუთის მანძილზე ვერ პოულობდნენ გადაადგილების საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ 24 საათის მანძილზე არ მუშაობს მეტრო, ტრენო (ილეკტრიკო) და ტრამვაი, ხოლო ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობენ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

განსაკუთრებით გრძელი საცობები შეინიშნება კიფისიის, ალექსანდრას, მესოგიონის გამზირებზე.

 

onalem

ტესტ