fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: ვინც აცრაზე უარს იტყვის, უხელფასო შვებულებაში გავა

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ვაქცინაცია ამიერიდან სავალდებულო ხდება მოხუცთა მოსავლელი ცენტრების პერსონალისთვის, ხოლო 1 სექტემბრიდან ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის.

ირკვევა, რომ ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელიც უარს იტყვის ვაქცინაციაზე, სავალდებულო შვებულებაში გავა, თუმცა, ხელფასი არ გადაეხდება.

ისინი, ვინც შვებულებაში იქნებიან და იმ პერიოდშიც არ აიცრებიან, სამსახურში არ დაბრუნდებიან და შესაბამისად, თანხაც არ გადაეხდებათ.

”არ შეიძლება, რომ აუცრელი ექთანი უვლიდეს პაციენტს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება ბერძნული საზოგადოების უმეტესობა და მინდა, ყველა პარტიას მოვუწოდო, რომ მხარი დაგვიჭირონ,” განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ