fbpx
ჯანმრთელობა

ინფიცირების მომატებული შემთხვევები საბერძნეთში – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

ბოლო 24 საათში ფიქსირდება ინფიცირების 20 შემთხვევა და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაავადების 3.088 ფაქტია გამოვლენილი.

დღეს ვირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, დაღუპულთა რაოდენობა კი სულ 183-ს უდრის.

რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს და მათი საშუალო ასაკი 75 წელია.

ირკვევა, რომ ინფიცირების წყარო ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანები არიან.

onalem

ტესტ