fbpx
კრიმინალი

ვიდრე სახეში მჟავას შეასხამდა, ფეისბუქზე მანიაკივით ათვალიერებდა და ყველა ფოტოს უწონებდა

35 წლის დაკავებულის შესახებ პოლიცია შოკისმომგვრელ ცნობებს ავრცელებს, თუმცა, ოფიციალური წყაროების გარეშეც ნათელია, თუ როგორი შეპყრობილი იყო ის იოანა პაპასპირუთი.

როგორც ირკვევა, ვიდრე ის ახალგაზრდა ქალს სახეში მჟავას შეასხამდა, რამდენიმე საათით ადრე მოუწონა პროფილის ფოტოც კი, რომელიც იოანამ ფეისბუქზე შეცვალა. თავდამსხმელი მანიაკალურად ათვალიერებდა მის ყველა ფოტოს და ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც იოანასთან იყო დაკავშირებული. უწონებდა არა მხოლოდ ფოტოებს, არამედ ნებისმიერ გაზიარებულ სიმღერასა თუ სტატიას.

ამრიგად, ისინი არ არიან უცნობები, არამედ ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და ფეისბუქზე მეგობრებიც იყვნენ. ორივე მათგანი წარმოშობით ეტოლოაკარნანიადან არის და ერთ სკოლაში დადიოდნენ. მიუხედავად ამისა, ის იმდენად კარგად შეინიღბა, რომ იოანამ ვერ შეძლო ყოფილი კლასელის ამოცნობა.

როგორც უკვე ცნობილია, 35 წლის დაკავებული პაგრატზე, ძმასთან ერთად დაახლოებით 5 წელია ცხოვრობს და მეზობლების თქმით, მისთვის საეჭვო ქმედებები არასოდეს შეუნიშნავთ. ეს ყველაფერი კი მათთვის შოკისმომგვრელია.

onalem

ტესტ