fbpx
კრიმინალი

როგორ ართმევდნენ 500 ევროს უსაბუთო ემიგრანტებს, რათა საბერძნეთი დაეტოვებინათ

საბერძნეთის პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, ერთი საბერძნეთის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დიდი ხნის მანძილზე ეწეოდნენ უკანონო საქმიანობას, რაც ემიგრანტთა ტრანსპორტირებას უკავშირდება.

კერძოდ, ორი მამაკაცი კონტაქტზე გადიოდა უსაბუთო ემიგრანტებთან, რომლებსაც საბერძნეთის დატოვება სურდათ და გადაჰყავდათ თესალონიკიდან, იოანინას გავლით, ალბანეთის ტერიტორიაზე.

დადასტურებული ცნობებით, თითოეული არალეგალისგან ისინი 500 ევროს იღებდნენ, შემდეგ იოანინაში მათ მიერვე მოწყობილ საცხოვრებლებში ამყოფებდნენ და ალბანეთის საზღავრზე გადასასველელად ემზადებოდნენ.

მანქანა, რომლითაც მათი გადმოყვანა ხდებოდა, ჩამორთმეულია, ორივე დაკავებული განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ