fbpx
საზოგადოება

რა ხდება ათენის კორპუსებში?! – ახალი “მოდა” და თავის ტკივილი საბერძნეთის პოლიციისთვის

მას შემდეგ, რაც მიკონოსზე კერძო მასშტაბური წვეულებები კუნძულს ძვირად დაუჯდა და ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ რეგიონად სახელდება, ამ “მოდამ” ახლა ათენში გადმოინაცვლა, საბერძნეთის პოლიციას კი ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ათენელები სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში მხოლოდ 12 საათამდე ახერხებენ გართობას, რადგან შემდეგ ყველაფერი იკეტება, მათ ახალ ხერხს მიმართეს. ახლა მსგავსი წვეულებები სახლებში იმართება, რაც უკონტროლობის გარდა, იწვევს ხმაურს და გარშემო მცხოვრები ხალხის შეწუხებას.

არსებობს ბევრი საჩივარი აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიციაში რეკავენ ადამიანები და აცხადებენ, რომ ფიქსირდება საშინელი ხმაური და ხალხით გადატვირთულობა. ეს ყველაფერი კი სწორედ ბოლო პერიოდში გახშირდა, რაც მთავრობამ ზომები გაამკაცრა.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ორი დღის წინ წვეულების დასაშლელად მისული პოლიციის ორი ოფიცერი სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

onalem

ტესტ