fbpx
კრიმინალი

“დედაჩემის მოკვლა 1 თვის წინ დავგეგმეთ და აქამდე კიდევ ორჯერ ვცადეთ” – ათენში მოკლული ქალის შვილის შოკისმომგვრელი აღიარება

საბერძნეთის პოლიციამ ათენში მოკლული 50 წლის ქალის საქმე გახსნა, რომლის დეტალებიც ნამდვილად შოკისმომგვრელია. მკვლელობაში ბრალდებულები არიან მისი 15 წლის ქალიშვილი, გოგონას 17 წლის შეყვარებული (რუმინეთის მოქალაქე) და კიდევ ერთი 16 წლის ბერძენი, რომელიც მათი მეგობარია. ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

მოკლულის ქალიშვილი თავად აღიარებს, რომ მკვლელობა დაახლოებით 1 თვის წინ დაგეგმეს და აქამდე ორჯერ სცადეს. პირველ ჯერზე ქალს ყავაში აბები ჩაუყარეს, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს. მეორეჯერ მისი მოკვლა საწამლავით სცადეს, თუმცა, ქალი ამჯერადაც გადარჩა.

გოგო ამბობს, რომ ვინაიდან არცერთმა მცდელობამ არ გაამართლა, საბოლოოდ გადაწყვიტეს დედამისს ძილში, ფიზიკურად გასწორებოდნენ და ამისთვის ცივი იარაღი გამოეყენებინათ. მან სახლში მიიყვანა 17 და 16 წლის ბიჭები, რომლებმაც ქალს ძილში გაუკრეს ხელ-ფეხი და დანით სასტიკი ჭრილობები მიაყენეს. ამ დროს თავად მეორე ოთახში იმყოფებოდა და არანაირი რეაქცია არ ჰქონია დედის მკვლელობაზე. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათ ქალის საბანკო ბარათი მოიპარეს და ბანკომატიდან თანხა გამოიტანეს.

15 წლის მოზარდის თქმით, დედამისსა და მას შორის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც თავისი 17 წლის შეყვარებული სახლში დასარჩენად მიიყვანა. სწორედ ამის გამო კამათობდნენ მუდმივად და საბოლოოდ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.

onalem

ტესტ