fbpx
საბერძნეთი

შეზღუდვები სუპერმარკეტებში – რისი გაყიდვა იკრძალება Covid-19-ის გამო?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუპერმარკეტებში გარკვეული აკრძალვების დაწესების შესახებ. ირკვევა, რომ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, იკრძალება კონკრეტული ნივთების გაყიდვა.

კერძოდ, სუპერმარკეტებში აღარ გაიყიდება წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, წვრილი ტექნიკა, საშობაო დეკორაციები და მსგავსი სხვა.

აქ საუბარი არ არის საკვებსა და ისეთ ნივთებზე, რომლებიც წარმოადგენს პირველადი საჭიროების პროდუქტებს.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის მიუხედავად შეუზღუდავად იმუშავებენ სუპერმარკეტები, საცხობები და საკვები იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი.

 

onalem

ტესტ