fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

ღორის გრიპის ეპიდემია საბერძნეთში – ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა

სეზონური ვირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ პიკის დონეზეა. ეპიდემიოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე საბერძნეთში 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საერთო ჯამში ღორის გრიპს 74 მსხვერპლი ჰყავს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

ლაბორატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულ სეზონზე ვირუსით ინფიცირების 274 სერიოზული შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 264 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. აქედან უმეტესობას ვაქცინა მიღებული არ ჰქონია.

როგორც ცნობილია, ათენში ღორის გრიპს ორი ქართველი ემიგრანტი ქალის სიცოცხლეც შეეწირა.

გარდაცვლილთა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება რუმინეთში, სადაც ვირუსის შედეგად 147 ადამიანი დაიღუპა.

პრევენციის ცენტრი ავრცელებს გარკვეულ ინსტრუქციებს, როგორ შეიძლება დაიცვას თავი ადამიანმა სასიკვდილო ვირუსისგან:

  1. პირველი ყველაზე ეფექტური და გარანტიის მქონე საშუალება ვაქცინაციაა. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, მოზრდილებს 60 წლიდან და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ორგანიზმმა გამოიმუშავოს იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად.
  2. უმნიშვნელოვანესია, რომ თუკი შენიშნავთ, რომ იმაზე ცუდად ხართ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი გაციების შემთხვევაში ხდება, დროულად მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას და დროულად მოხდეს თქვენი დიაგნოსტირება. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც ღორის გრიპს ადრეულ ეტაპზე დაამარცხებს და ვირუსს გართულებების გარეშე გადაიტანთ.
  3. მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, რაც შეეხება ხელის ხშირ დაბანას, ასევე დაცემინებისა და ხველისას პირზე ხელის აფარებას და ა.შ.
  4. დაინფიცირების შემთხვევაში დარწმუნდით, რომ საბოლოოდ ხართ გამოჯანმრთელებული და ისე დაუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას.
  5. ხშირად გაანიავეთ ოთახები.

onalem

ტესტ