fbpx
კრიმინალი

“ჩემი ცხოვრება აუტანელი იყო, მაგრამ დედაჩემის მოკვლა ვერ შევძელი” – 15 წლის გოგოს ჩვენება

“მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ჩემი ცხოვრება აუტანელი იყო, საშინლად სასოწარკვეთილი ვიყავი და ამ დონემდე ამის გამო მივედი. ყველაფრის მიუხედავად, დედაჩემი იყო და მისი თავად მოკვლა ვერ შევძელი,” ამ სიტყვებით ჰყვება 15 წლის გოგო საკუთარი დედის მკვლელობის ვერსიას.

17 წლის რუმინელის ჩვენება კი შემდეგია: “16 წლის ბერძენს დახმარება ვთხოვეთ და ვუთხარით, რომ ამისთვის ფულს მივცემდით. პარასკევს გამთენიისას გავაღეთ კარი და შევედით ჩემი მეგობარი გოგოს დედის ოთახში. თავად ის მეორე ოთახში იმყოფებოდა. მე სახეზე ბალიში დავაფარე, 16 წლის ბიჭი კი დანას ურტყამდა. სწორედ ამის შემდეგ შევუკარით ხელ-ფეხი.”

ოფიცრები ვერ პოულობენ ლოგიკას, თუ რატომ უნდა შეეკრათ ხელფეხი უკვე მოკლული ადამიანისთვის, ამიტომ 16 წლის ბერძენის ჩვენებას ელოდებიან, რომელიც მკვლელობის ერთგვარ თავსატეხს ამოხსნის.

ზუსტად როგორ და რომელმა არასრულწლოვანმა მოკლა 50 წლის ქალბატონი ათენში, აგია ვარვარას უბანში, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

მეუღლესთან ერთად, რომელიც 1 წლის წინ გარდაიცვალა

onalem

ტესტ