fbpx
კრიმინალი

ვაქცინაციის “შემწეობა” 150 ევროს ოდენობით – თაღლითობის სქემა საბერძნეთში, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ

როგორც ირკვევა, საბერძნეთში თაღლითობის ახალი სქემა შეიქმნა და თანხების მოსაპარად ვაქცინაციის თემას იყენებენ.

მედია იუწყება, რომ უნდა ვუფრთხილდეთ შეტყობინებებსა და ზარებს, რომლებიც ვაქცინაციის სანაცვლოდ 150 ევროს გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში მსგავსი კანონი არ არსებობს და მოსახლეობის უმეტესობამ ეს იცის, თაღლითები მაინც ახერხებენ ადამიანების ნაწილის დარწმუნებას, სხვადასხვა გზებით, რომ ვინაიდან აიცრნენ, 150 ევროიანი “შემწეობა” ეკუთვნით.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ლარისაში, სადაც ქალმა საკუთარი ბანკის ანგარიშის კოდები მისცა თაღლითებს, რომლებიც 150 ევროს ჩარიცხვას სთავაზობდნენ და მოატყუეს, რომ ტრანზაქციის დასრულება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ კოდებიც უნდა მიეცა.

საერთო ჯამში ამ გზით მოპარულია 2.485 ევრო, საქმეს კი ლარისას უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

onalem

ტესტ