fbpx
კრიმინალი

“უფლება მიეცი მომკვდარიყო” – პროკურორი დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულს

“უფლება მიეცი მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო რაც ქალს გაუკეთე,” ამ წინადადებით მიმართა თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე პროკურორმა დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ 39 წლის ექიმს.

ქართველი ქალის სიკვდილი დღემდე იდუმალებით არის მოცული. ექიმი საკუთარ შეცდომას აღიარებს, თუმცა, არის თუ არა ეს ერთადერთი მიზეზი, უცნობია.

“ექიმი მკვლელობის რეალურ მიზეზს არ ასახელებს. თუმცა, არსებობს ეჭვი ექიმის მხრიდან ქალის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ ვარაუდია. სიმართლე მხოლოდ დამნაშავემ იცის.

შესაძლოა მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა, თუმცა, იცოდა თავისი ქმედებების გვერდითი მოვლენები. ანესთეზისას შესაძლოა გულის გაჩერება გამოეწვია, რასთან გამკლავებაც მას არ შეეძლო. ასევე, ოპერაცია ტარდებოდა შეუსაბამო და ჭუჭყიან ოთახში.”

თითოეული გარემოების გათვალისწინებით, თესალონიკის სასამართლო ცხადყოფს, რომ ექიმი დამნაშავეა, თუმცა, გამოძიება გრძელდება მკვლელობის მოტივის ამოსახსნელად.

onalem

ტესტ