fbpx
საზოგადოება

კვირაში 8.000 ევრო Survivor-ში მონაწილეობისთვის – ვინ არის ყველაზე ძვირადღირებული მონაწილე?!

საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგიანი რეალითი შოუ, Survivor, სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და უკვე შევიდა თავის აზარტში.

ახალი არ არის, რომ ცნობილი ადამიანები შოუში მონაწილეობისთვის კომპენსაციას იღებენ და ეს თანხები ზოგიერთის შემთხვევაში ნამდვილად ასტრონომიულია.

ტელეკომპანია Open-ის სიუჟეტის მიხედვით, Survivor-ის ყველაზე ძვირადღირებული მონაწილე მომღერალი, ვალანტია (ხრისოვალანტის ავგენიკოს). მისი კომპენსაცია კვირაში, მხოლოდ იმისთვის, რომ შოუში მონაწილეობა მიიღოს, 8.000 ევროა.

შემდეგ მოდის ლაბროს კონსტანდარა, რომელიც კომპენსაციის სახით 6.000 ევროს იღებს.

რაც შეეხება მსახიობ, მირიელა კურენტის, რომელიც შოუში სკანდალებით გამოირჩევა, მისი შემოსავალი შოუდან კვირაში 5.000 ევროს შეადგენს და ცნობილი გახდა, რომ ის აგიოს დომინიკოზე სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო წავიდა.

მოდელი, ვრისიიდა ანდრიოტუ Survovir-ში მონაწილეობისთვის 2.800 ევროს დასჯერდა.

თანხები ნამდვილად დიდია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეები უკიდურეს პირობებში იმყოფებიან, აწუხებთ სიცივე, წვიმა, რაც ყველაზე უარესია, შიმშილი და ეს ყველაფერი დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს უკავშირდება.

onalem

ტესტ