fbpx
კრიმინალი

ხაიდარი: 49 წლის მამაკაცს მანქანაში 15-ჯერ ესროლეს და ყველა ტყვია ასცდა

ბერძნული მედია ხაიდარის ტერიტორიაზე დღეს დილით მომხდარი შემთხვევის შესახებ იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, შეიარაღებულმა პირმა 49 წლის მამაკაცის მოკვლა სცადა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამას ვერ მოახერხებდა.

კერძოდ, 49 წლის მამაკაცი დღეს დილის საათებში მანქანაში მეგობართან ერთად იჯდა, როდესაც დამნაშავე მიუახლოვდა და მანქანის მიმართულებით ზუსტად 15-ჯერ გაისროლა. სამიზნე სასწაულით გადარჩა, რადგან მას ყველა ტყვია ასცდა. ამდენი გასროლის შემდეგ მკვლელი დარწმუნებული იყო, რომ საქმე შეასრულა და ადგილიდან გაუჩინარდა.

როგორც აღმოჩნდა, 49 წლის მამაკაციც ასევე ქურდობებისთვის იყო ძებნილი. პოლიცია გამოძიებას ერთადერთ ვარაუდზე დაყრდნობით აგრძელებს, რომ ეს იყო პირადი ანგარიშსწორება.

onalem

ტესტ