fbpx
კრიმინალი

არასრულწლოვნებზე 30 წელი “ნადირობდა” – პედოფილიაში ბრალდებული ლიგნადისი ტრიპოლის ციხეში გადაიყვანეს

პედოფილიაში ბრალდებული დიმიტრის ლიგნადისი ციხეში გადაიყვანეს. საბერძნეთის ეროვნული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი ტრიპოლის ციხეში, პედოფილიაში ბრალდებულ სხვა პატიმრებთან ერთად მოიხდის სასჯელს.

როგორც ტელეკომპანია Alpha-ს სიუჟეტიდან ირკვევა, ეს არ არის ისეთი ძლიერი დაცვის მქონე ციხე, როგორიც მაგალითად კორიდალო.

ლიგნადისი ჯერ 7 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ საკანში გადაიყვანენ, სადაც 20 სხვა პატიმართან ერთად იქნება. მათი ბრალდებებიც ისეთივე მძიმეა, როგორიც ლიგნადისის.

თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ არსებული ჩვენებების მიხედვით, ის დაახლოებით 30 წელი “ნადირობდა” ბავშვებზე, მისი ადვოკატი, ალექსის კუგია კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და მიზნად მხოლოდ ლიგნადისის განადგურებას ისახავს.

onalem

ტესტ