fbpx
კრიმინალი

ოთხი თანამშრომელი სუპერმარკეტიდან პროდუქტს ხუთი თვე იპარავდა

საბერძნეთის პოლიციამ საერთო ჯამში 11 ადამიანი დააკავა, მათგან 4 სუპერმარკეტის თანამშრომელია, რომელიც საკუთარი სამსახურიდან პროდუქტს იპარავდა და არსებული ინფორმაციით, ბოშებს აძლევდა.

მათი დაკავება დაცვის თანამშრომლის დახმარებით მოხდა. როგორც ცნობილია, ისინი ხუთი თვის მანძილზე იპარავდნენ ბოსტნეულსა და ხილს, ასევე, გაყინულ პროდუქტს, თავს კი ისე აჩვენებდნენ, თითქოს ცვლიდნენ, სინამდვილეში კი ყველა ეს პროდუქტი ჯერ კიდევ ვარგისი იყო.

სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა, თავად თანამშრომლები კი ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ცილს სწამებენ, რადგან მათი სამსახურიდან გათავისუფლება უნდათ.

ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ