fbpx
საზოგადოება

“კალმარები ახალი იყო და კილო 100 ევრო ღირს” – რას პასუხობს მიკონოსის რესტორანი ტურისტს

ამერიკელი ტურისტს, რომელიც მიკონოსის ერთ-ერთი რესტორნიდან გაოგნებული წავიდა და იქ 836 ევრო დატოვა, ხელმძღვანელობა პასუხობს. როგორც ცნობილია, მამაკაცმა ქვითარი ინტერნეტში განათავსა და ხალხს მოუწოდებს, ნუ ესტუმრებიან აღნიშნულ ადგილს, რადგან ეს უბრალოდ ფულის მახეა. კოსმოპოლიტური კუნძულის პრესტიჟული რესტორნის ხელმძღვანელობა კი არ ფიქრობს:

“ჩვენ საუკეთესო რესოტრანი ვართ ამ სანაპიროზე… ვმასპინძლობთ მაღალი დონის სტუმრებს და აქ არ მოდიხართ იმიტომ, რომ კმაყოფილი დარჩეთ ფასებით, არამედ მოდიხართ იმისთვის, რომ გამოცდილება მიიღოთ… დააგემოვნოთ… მათ შეუკვეთეს 4 კგ კალმარი, რომელიც ახალი იყო და 1 კგ 100 ევრო ღირს. გარდა ამისა, დიდი ზომის ლუდი 25 ევროს ღირებულებისაა, წყალი კი 8,90 ევრო ღირს. სანაპიროზე ერთი ადამიანის შესვლის მინიმალური ღირებულება 25 ევროა.”

მიკონოსის მერი კი აცხადებს, რომ კუნძული საუკეთესოა მსოფლიოში და ყველასთვის ცნობილია იქ არსებული მაღალი ფასები.

onalem

ტესტ