fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალ! ყველაზე დაბალი ფასები საბერძნეთში – “შავი პარასკევი” აქტიურ ფაზაში!

“შავი პარასკევი”, რომელსაც უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის, საბერძნეთში 29 ნოემბერს, ანუ ხვალ იქნება და ზოგიერთ მაღაზიაში დიდი ფასდაკლებები პარასკევიდან ორშაბათამდეც კი გასტანს.

ასევე, “საიბერ ორშაბათი”, რაც გულისხმობს ელექტრონულ შეძენას ანუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგს, საბერძნეთში 2 დეკემბერს იქნება.

მომხმარებელთა უმრავლესობა ცდილობს, რომ “შავ პარასკევს” სასურველი პროდუქცია რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინოს. ეს ეხება არა მხოლოდ ტექნიკას ძალიან დიდ მაღაზიებში, არამედ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებსაც კი. ასე რომ, იჩქარეთ, დაიკავეთ რიგი და ისიამოვნეთ!

საბერძნეთის სამომხმარებლო ცენტრის დირექტორი, ათენა კონტოიანი, ამ დღესთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს იძლევა და მომხმარებლებს ურჩევს, რომ შერჩეული ნივთები შეადარონ მის ფასს და ამ გზით განსაზღვრონ, რამდენად ღირებული და სასარგებლოა ამა თუ იმ პროდუქციის შეძენა.

“ასევე რეკომენდებულია მაღაზიის ვებ-გვერდებით სარგებლობა, რადგან მისი მეშვეობით, უფრო ადვილად შეძლებთ ფასების შედარებას და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც გაგიმარტივდებათ. მომხმარებელს შევახსენებ, რომ ფიქტიური შეთავაზებები მცდარი კომერციული პრაქტიკაა და იგი კანონით აკრძალულია. ასევე, აკრძალული პრაქტიკაა პროდუქტზე ზედმეტად მაღალი და შეუსაბამო ფასის დადება”, – დაამატა კონტოიანიმ.

“სამომხმარებლო დაცვის კოდექსის თანახმად, ფასდაკლებების და აქციების დროს, სავალდებულოა, რომ მითითებული იყოს, როგორც სტანდარტული (ანუ ძველი) ფასი, ასევე, პროდუქტის ამჟანიმდელი (ფასდაკლებული) ღირებულება. გარდა ამისა, ზოგადი წესის თანახმად, ნაჩვენები უნდა იყოს ფასკლების პროცენტული მაჩვენებელიც”, – აღნიშნა მან.

“ასევე, ყურადღება მიაქციეთ ონლაინ მაღაზიებს და სოციალური ქსელის გვერდებს, რომლებიც საბერძნეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში არსებობს. საიტზე სრულად უნდა იყოს მითითებული კომერციული ინფორმაცია (კომპანიის სრული სახელი, საფოსტო მისამართი, GEMI სარეგისტრაციო ნომერი, VAT ნომერი, e-mail). ელექტრონული შოპინგი ყოველთვის საიმედო არ არის. ასევე, ვურჩევთ მომხმარებლებს, რომ ყველა ონლაინ ტრანზაქციის მტკიცებულება შეინახონ, რათა პრობლემის შემთხვევაში შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა”, – დაამატა ცენტრის დირექტორმა.

 

onalem

ტესტ