fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ათენი: 8 წლიანი პატიმრობა პაკისტანელს, რომელმაც 25 წლის ნიკოლა კლდიდან გადმოაგდო

აკროპოლზე, კერძოდ კი, ფილოპაპუს მთის ტერიტორიაზე, 2018 წლის აგვისტოში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. პაკისტანელებმა 25 წლის ნიკოლა მუსტაკა კლდიდან გადმოაგდეს მაშინ, როცა მის გაძარცვას ცდილობდნენ. იმ დროს ბიჭთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი გოგონაც.

მუსტაკა ადგილზე დაიღუპა, მოგვიანებით კი დამნაშავეები პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთი მათგანი, 18 წლის პაკისტანელი, დანაშაულს არ აღიარებს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, რომ ის ამბობს, რომ 25 წლის ბერძენის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არამედ მხოლოდ მისი გაძარცვა სურდა, თუმცა, თავდასხმის დროს ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა.

გუშინ ბერძნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაკისტანელს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.

onalem

ტესტ