fbpx
საზოგადოება

“დანიშნული იყო და ქორწილის თარიღს ელოდებოდნენ” – ტრაგედია საბერძნეთში

შობის დღესასწაული 26 წლის გოგონას ოჯახისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა. გუშინ დილით ის საკუთარ მანქანას მართავდა და იღუმენიცა-აგია მარინას გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, როდესაც საზარელ ავარიაში მოჰყვა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალგაზრდა გოგონა კრეტიდან იყო და იღუმენიცაში სწავლობდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მან საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა. დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებები ფატალური აღმოჩნდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით ფილიატონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა, თავდაუზოგავი მცდელობების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახლობლებმა მედიასთან თქვეს, რომ 26 წლის გოგონა იღუმენიცელ ბიჭზე იყო დანიშნული, მომდევნო ზაფხულს დაქორწინებას გეგმავდნენ და თარიღს მოუთმენლად ელოდებოდნენ.

onalem

ტესტ