fbpx
საზოგადოება

“მოგებული 50.000 ევროთი ემიგრანტ მშობლებს უკან დავაბრუნებ” – რას ამბობს ბერძნული X-Factor-ის გამარჯვებული

ბერძნული X-Factor-ის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერალი, 21 წლის იანის გროსი გახდა, კილკიდან. მან მედიასთან ინტერვიუში გაამხილა, თუ რაში აპირებს მოგებული თანხის, 50. 000 ევროს გამოყენებას.

– თავს როგორ გრძნობ X-Factor-ში გამარჯვების შემდეგ?!

ვგრძნობ დიდ შვებას და ბედნიერებას ამ ყველაფრის გამო, რაც მოხდა. ხალხმა გულში ჩამიხუტა და ამის გამო მადლობელი ვარ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, როცა კამერები გაითიშება. მესიჯები, რომლებსაც ყოველდღე ვიღებ, ძალიან ემოციურია.

ფინალის ღამეს გეძინა?

არა. სიმართლე გითხრათ მთელი ღამის მანძილზე აღვნიშნავდით, ჩემს გამარჯვებას.

– რას ფიქრობდი სცენაზე დგომისას?

ვფიქრობდი, რომ მაქსიმუმი დამედო და ყველაფერი იმიტომ გამომივიდა, რომ ჩემი ხალხი და განსაკუთრებით, მშობლები ჩემ გვერდით იყვნენ.

– ყველას აინტერესებს, რაში დახარჯავ მოგებულ თანხას?!

მინდა მცირე თანხა პროფესიას მოვახმარო და მეგობრებს გავუკეთო საჩუქარი, მინდა რომ სამოგზაუროდ წავიდნენ. თუმცა, მთავარი, რაშიც ამ ფულს გამოვიყენებ, არის ის, რომ ჩემს ემიგრანტ მშობლებს უკან, საბერძნეთში სამუდამოდ დავაბრუნებ. ისინი ეკონომიკური კრიზისის გამო, 2012 წლიდან მიუნხენში ცხოვრობენ.

– რა არის შენი ოცნება?

ამბობენ, რომ ოცნებები არ უნდა გაამხილო, რადგან ისინი პატარავდებიან. ამიტომ ჩემთვის შევინახავ.

onalem

ტესტ