fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში საათი 29 მარტს ერთი საათით წინ უნდა გადავწიოთ – როდის აღარ შეიცვლება დრო?!

მარტის თვის ბოლო კვირას, ამ შემთხვევაში კი, 29 მარტს, საბერძნეთში საათები ერთი საათით წინ უნდა გადავწიოთ, რათა ზაფხულის დროზე გადავიდეთ.

აღნიშნული საკითხი დიდი ხანია დავის საგანია და საბოლოოდ ევროპარლამენტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

“2021 წლიდან ქვეყნებში დროს აღარ შეცვლიან და მუდმივად ზაფხულის გრაფიკი შენარჩუნდება.”

საათების გადაწევის ინიციატივა პირველად 1970 წელს ელექტრო ენერგიის კრიზისის პერიოდში შემოიტანეს, ხოლო ევროპის ქვეყნებმა 1996 წლიდან დაიწყეს დროის შეცვლა, ოქტომბრისა და მარტის თვეებში.

დროის შეცვლის პირველი უპირატესობა ელექტრო ენერგიის დაზოგვაა, იგულისხმება დღის სინათლის გამოყენება.

7 თვის მანძილზე, რომელიც ზაფხულის პერიოდსაც მოიცავს, ჩვენ 210 საათს ვზოგავთ, ანუ არ მოვიხმართ ელექტრო ენერგიას, ვინაიდან დღის სინათლეზე ის არ გვესაჭიროება.

onalem

ტესტ