fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

42 ემიგრანტის საბერძნეთში უკანონო შემოყვანის ბრალდებით უცხოელი მამაკაცი დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც საბერძნეთში უკანონოდ 42 ემიგრანტი შემოიყვანა, პოლიციამ უკვე დააკავა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ევროპული ძალების ოფიცრები ეგეოსის ზღვაში აქტიურად პატრულირებენ და კუნძულ ლესვოსთან შენიშნეს ნავი, რომელიც არ იყო არცერთი პორტის დაქვემდებარებაში.

შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნავზე ემიგრანტები იმყოფებოდნენ, რომლებიც საბერძნეთში მამაკაცმა უკანონო გზით შემოიყვანა.

თოთოეული მათგანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს მიტილინის პორტში, ხოლო უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში ბრალდებული მამაკაცი განყოფილებაში.

onalem

ტესტ