fbpx
საზოგადოება

“სხვაში გეშლებით” – ბაბის ანაგნოსტოპულოს დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასწორ ადამიანს ესაუბრებოდნენ

მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში კაროლაინ ქრაუჩის მამა ამბობდა, რომ ბაბის ანაგნოსტოპულოს ციხეში ეშინია და სჯერა, რომ არსებობს ე.წ. სიკვდილის კონტრაქტი, რომელიც მის წინააღმდეგ არის დადებული.

შეგახსენებთ, რომ ანაგნოსტოპულოს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ძაღლის მკვლელობისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის. ის სასჯელს ალბანელ პატიმართან ერთად იხდიდა, რომელიც ასევე მკვლელობაშია ბრალდებული.

რაც შეეხება ანაგნოსტოპულოს დედას, როგორც ჩანს, ქალი ჯერ კიდევ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ვინაიდან როდესაც მას ჟურნალისტები მიუახლოვდნენ, განაცხადა, რომ ის არ არის ბაბის დედა და სხვა ადამიანში ეშლებოდათ. ამასთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატმა გააკეთა განმარტება:

“ეჭვგარეშეა, რომ ეს ქალბატონი ბაბის ანაგნოსტოპულოს დედაა. ეს არის დედა, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს და განადგურებულია იმით, რაც მის ოჯახს შეემთხვა,” აცხადებს ის. ამასთანავე დასძენს, რომ გამძლეობა და სიმტკიცე, რომელიც ამ ქალბატონმა ამ დრომდე აჩვენა, ყველასთვის სამაგალითოა.

onalem

ტესტ