fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უამინდობა საბერძნეთში: გარდაცვლილია ერთი ადამიანი

დღეს დილით საბერძნეთში გაუარესებული ამინდის გამო ევიას რეგიონში ტრაგედია დატრიალდა. 59 წლის ქალი, რომელიც შვილთან ერთად მონასტერს ეწვია, წყალმა წაიღო.

მათ დაინახეს, რომ გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე ადიდებულიყო და მანქანიდან გადასვლა გადაწყვიტეს.

როცა წყალმა მათ მანქანამდე მიაღწია, ქალმა თავის შეკავება ვერ მოახერხა, ხოლო 27 წლის გოგონა ხეს მოეჭიდა და სიკვდილს ასე გადაურჩა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა და 20-მა მაშველმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი წყლიდან ამოიტანა.

საბერძნეთს კიდევ უფრო ცუდი ამინდი ორშაბათს ელის. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და თოვლი, მთიან რეგიონებში.

onalem

ტესტ