fbpx
საზოგადოება

ათენის ყველაზე მაღალი შენობიდან 41 წლის მამაკაცი გადმოხტა – ის დაკავებულია

დაუჯერებელი ინციდენტი საღამოს 18:00 საათისთვის მოხდა. აბელოკიპზე ათენის ყველაზე მაღალი შენობიდან მამაკაცი პარაშუტით გადმოხტა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ექსტრემალური სპორტის “ტრიუკის” შესრულება შეეძლო.

41 წლის მამაკაცმა შეძლო შენობის სახურავზე შეუმჩნევლად ასულიყო და იქიდან პირდაპირ ვასილისის სოფიას გამზირზე გამვლელების და მძღოლების თვალწინ დაეშვა.

ეს დაუჯერებელი ნახტომი იყო.

შეგახსენებთ, რომ 28 სართულიანი შენობა 1971 წელს აშენდა და მისი სიმაღლე 103 მეტრია. ის ათენში არსებულ ყველაზე მაღალ შენობად ითვლება.

ექსტრიმის მოყვარული მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

onalem

ტესტ